TOP-NEWS.GE / ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს

ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს

ნაქერალას უღელტეხილისა და საჩხერე-ონის მიმართულებით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები თოვლის საფარისგან იწმინდება. 

გზებზე უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. 

 თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

4-02-2026, 10:44
უკან დაბრუნება