TOP-NEWS.GE / წყალტუბოში არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, 6 ათასამდე მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი აშენდება

წყალტუბოში არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, 6 ათასამდე მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი აშენდება

წყალტუბოში ახალი, უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონის პროექტირება დაიწყო. დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის პროექტირება, რომლის ფარგლებში წყალტუბოს არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ აშენდება 6 ათასამდე მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი.

პროექტი მოიცავს გასახდელების, საშხაპეების, მედიაცენტრის, საკონფერენციო დარბაზის, უსაფრთხოებისა და აუდიო-ვიზუალური სისტემების მოწყობას, ასევე მსაჯების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ-კონტროლის სივრცეს, ავტოსადგომსა და კომერციულ ზონებს. 

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არქიტექტორებთან და მშენებლებთან ერთად წყალტუბოში დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო დეტალებსაც გაეცნო. 

2-02-2026, 14:30
უკან დაბრუნება