ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა და მოსაცდელ ზონას. ცენტრში განთავსდება ინტერაქტიული-საგანმანათლებლო ინსტალაციები.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ვიზიტორთა ცენტრის აშენება ობიექტის ტერიტორიაზე გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების სერვისს და მეტად გაამარტივებს ოკაცეს კანიონზე მოგზაურობას.