TOP-NEWS.GE / ქვემო სვანეთში საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

ქვემო სვანეთში საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 (ორბელის უღელტეხილი)  მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ68-კმ87 (ცაგერი-ლენტეხი)  მონაკვეთზე  აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“საავტომობილო გზის კმ42-კმ67 (ოფიტარა-ცაგერი) და კმ86-კმ125(ცაგერი-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

1-01-2026, 00:32
უკან დაბრუნება