უამინდობის მიზეზით, თერჯოლაში საახალწლო ღონისძიება გადაიდო.
“მეგობრებო! ამინდის გაუარესების და შექმნილი ვითარების გამო, დღეს, მერიის წინ დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო,”-ნათქვამია თერჯოლის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების პროგრამა ასეთი იყო:
21:00 საათი -ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა, ფოტოზონების განთავსება;
21:30 - საახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ფოლკლორული ჯგუფების, მუნიციპალური და საჯარო სკოლების ქორეოგრაფიული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით; საზეიმო ღონისძიების წამყვანი - ნატა ცხადაძე.
23:55 - მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა.
00:00 საათი - საახალწლო ფოიერვერკი.