TOP-NEWS.GE / ადგილები, სადაც დიდთოვლობის გამო, წყლის მიწოდება შეწყვეტილია

ადგილები, სადაც დიდთოვლობის გამო, წყლის მიწოდება შეწყვეტილია

კლიმატური პირობების გაუარესების გამო, ტექნიკური პროცესების დროებითი შეფერხების შედეგად, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ლოკაციაზე შეზღუდულია სასმელი წყლის მიწოდება-ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

“წყალმომარაგების წყვეტისა და კონკრეტული მისამართების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://water.gov.ge/page/full/107

შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად. წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება ტექნიკური პროცესების სრულად სტაბილიზაციისთანავე.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,”-აცხადებენ კომპანიაში. 

31-12-2025, 10:59
უკან დაბრუნება