საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზები, რის შემდეგაც პროცესი შიდა საუბნო გზებზე გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების წმენდაზე 18 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
“შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობას გადაადგილებაში პრობლემები არ შეექმნას. დიდთოვლობამ დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შესაბამისი სამსახურები დაზიანების ოპერატიულად აღმოფხვრის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ,”-აცხადებენ საჩხერის მერიაში.