TOP-NEWS.GE / ნაქერალას უღელტეხილზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა იკრძალება

ნაქერალას უღელტეხილზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

“ამასთან, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

29-12-2025, 21:46
უკან დაბრუნება