TOP-NEWS.GE / ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის Wizz Air ჩარტერულ რეისს შეასრულებს

ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის Wizz Air ჩარტერულ რეისს შეასრულებს

ავიაკომპანია Wizz Air ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერულ რეისს შეასრულებს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გვიან ღამით განხორციელდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ჩარტერული რეისი ათენიდან ქუთაისში 00:30 საათზე დაეშვება.

რეისი სპეციალურად ორგანიზებულია ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით. 

29-12-2025, 20:39
უკან დაბრუნება