სამტრედიაში “ღამის შოუს ბენდი” იმღერებს.
28 დეკემბერს, 17:00 საათზე რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: სოფო ხალვაში, ანი კეკუა, გიორგი მეფისაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, „ჩვენი კვარტეტი“ და „ღამის შოუს ბენდი“.
კონცერტს გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე გაუძღვებიან.