ახალი წლის დღეების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით 31 დეკემბერს, ტყიბულში “გუფი ლენდის“ კონცერტი გაიმართება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საახალწლო აქტივობები დილიდან დაიწყება.
12:00-19:00 სთ - სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ანიმატორები იზრუნებენ, მხიარული ავტობუსით ყველა უბანს მოივლიან და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებენ.
18:00 სთ - ცხელი გლინტვეინი, საახალწლო ორცხობილები, ოკრიბული ნუგბარი-“ჩაროზი“
20:00 სთ - თეატრალიზირებული მუსიკალური კომპოზიცია
22:00 სთ -“გუფი ლენდი“
საზეიმო ფოიერვერკი.