TOP-NEWS.GE / საზეიმო კონცერტი და მთავარი ნაძვის ხის ანთება-ხარაგაულის მერია მოქალაქეებს ცენტრალურ პარკში ეპატიჟება

საზეიმო კონცერტი და მთავარი ნაძვის ხის ანთება-ხარაგაულის მერია მოქალაქეებს ცენტრალურ პარკში ეპატიჟება

24 დეკემბერს, 19:00 საათზე, ხარაგაულში, კულტურისა და დასვენების პარკის  მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის , კულტურის სამინისტროსა და სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: სოფო ბედია, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ელენე ფოჩხუა, ტატო გოდერძიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ნათია პერანიძე , ლიკა დოლიძე და like-ბენდი.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.

16:00 - ღონისძიების დასაწყისი;

16:00 - 18:00 ანიმატორების შოუ;

17:00 - 18:00 სანტას შეხვედრა ბავშვებთან და საჩუქრების დარიგება; 

18:00 - კონცერტის დასაწყისი;

20:00 - ფოიერვერკი

შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!

24-12-2025, 11:09
უკან დაბრუნება