ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ “იმერეთის” ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის მიზეზით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ილია ჭავჭავაძის გამზირს და ზვიად გამსახურდიას ქუჩას.
ადგილზე იმყოფებიან სახანძროს ბრიგადები.
მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს საპატრულო პოლიციას.