TOP-NEWS.GE / სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი.

სამტრედია-გრიგოლეთის 52 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს.

მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და  სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.

17-12-2025, 16:16
უკან დაბრუნება