ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში საგანმანათლებლო კონკურსში “ეთნოგრაფიული ესკიზები“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსში ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსზე წარმოდგენილი იყო მუზეუმის ეთნოგრაფიის ფონდში დაცული ისტორიული და მხატვრული ღირებულების შედევრები. მოსწავლეებმა ნატურიდან გრაფიკული ასლები შექმნეს.
კონკურსის ჩატარება უზრუნველყო გაერთიანების განათლების განყოფილებამ (განყოფილების უფროსი მაყვალა ქობულაძე) და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნონა ქარციძე).
ჟიურის მიერ გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევარი და გაერთიანების ,,რჩეულები’’. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
☑️ I ადგილი - ბარბარე მანაგაძე, N3 საჯარო სკოლა
☑️ II ადგილი - ლილე ბუაძე, N40 საჯარო სკოლა
☑️ III ადგილი - ლიზი გეგეჭკორი ,N10 საჯარო სკოლა
☑️ ჟიურის რჩეული - ნინო ირემაძე, აფხ. N5 საჯარო სკოლა
☑️ ჟიურის რჩეული - ლილე ძაგნიძე, N3 საჯარო სკოლა
☑️ ჟიურის რჩეული - ნინო დვალიშვილი, N17 საჯარო სკოლა
☑️ ჟიურის რჩეული - ბარბარე ფორჩხიძე, N8 საჯარო სკოლა
☑️ ჟიურის რჩეული - ელენი სებისკვერაძე, N19 საჯარო სკოლა
ღონისძიებას დაესწრნენ: ქუთაისის მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბიქტორ გვეტაძე, გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი, გაერთიანების მმართველის მოადგილე ელისო ქაროსანიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გაერთიანებასა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის, რაც მომავალში ერთობლივად განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობას გულისხმობს. ღონისძიების დროს რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა გაერთიანების ქალთა სიმებიანმა კვარტეტმა.