TOP-NEWS.GE / ისტორიაში პირველად, ტყიბულის “მეშახტე” ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ისტორიაში პირველად, ტყიბულის “მეშახტე” ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ისტორიაში პირველად, ტყიბულის ,,მეშახტე" ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

“მეშახტე"-მ ფლეი-ოფის გადამწყვეტი თამაში 14 დეკემბერს, თბილისში გამართა. “თელავთან“ გადამწყვეტი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ  „მეშახტეს“ მხარდასაჭერად გულშემატკივართა ტრანსპორტირება უზრუნველყო.

“დღეს, “ხრესილობის” დღესასწაულზე, ისტორია დაწერილია!!  ტყიბულის “მეშახტე” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშია!!!!

განსაკუთრებული მადლობა მთავარ მწვრთნელს, კლუბის პრეზიდენტს და კლუბის მეპატრონეს, ფეხბურთელებს, ტყიბულის მეშახტისა და ტყიბულის მერიის თითიოეულ თანამშრომელს და ყველა ტყიბულელს გილოცავთ ამ დიდ წარმატებას,”-წერს მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი დავით ჩერქეზიშვილი. 

14-12-2025, 21:49
უკან დაბრუნება