ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი-ლესას ახალი, 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი 4-ზოლიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე დღეში გაიხსნება.
მინისტრთან ერთად სამუშაოები დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ბექა ურუშაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჭუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ლანჩხუთის საკრებულო თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ.
მოცემული მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება.