TOP-NEWS.GE / იმერეთში 5 მოქმედი და 4 დახურული ნაგავსაყრელია

იმერეთში 5 მოქმედი და 4 დახურული ნაგავსაყრელია

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები დაათვალიერა. კომპანიის დირექტორი ობიექტების ოპერირების პროცესს გაეცნო და ადგილობრივი თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ნაგავსაყრელების დღევანდელი მდგომარეობის, მათ შორის, არსებული გამოწვევების შესახებ.

იმერეთის მხარეში, ამჟამად, 5 მოქმედი და 4 დახურული ნაგავსაყრელია: ქუთაისში, სამტრედიაში, საჩხერეში, ტყიბულსა და თერჯოლაში არსებული ობიექტები მოქმედია, ხოლო ზესტაფონში, ჭიათურაში, ხონსა და ხარაგაულში - დახურული.

“მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ობიექტებზე, საჭიროების დროს, რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.  მიუხედავად ამისა, უმეტესი მათგანის სამუშაო რესურსი ამოწურვის ზღვარზეა.

სწორედ ამიტომ, კომპანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასვე, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ძველი ნაგავსაყრელების ახალი, თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხზე,”-აცხადებენ კომპანიაში. 

11-12-2025, 13:29
უკან დაბრუნება