ქუთაისის მერიის შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ს კახაბერ გურგენაშვილი უხელმძღვანელებს. ახალი ხელმძღვანელი ქალაქის მერის მოადგილემ შალვა მშვილდაძემ წარადგინა.
კახაბერ გურგენაშვილს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში სხვადასხვა პოზიციაზე.
შალვა მშვილდაძემ მადლობა გადაუხდა „ქართული ტრადიციები 2011“-ის ყოფილ ხელმძღვანელს იოსებ კუჭავას, რომელიც ქუთაისის საკრებულოში აგრძელებს მუშაობას.
ცნობისთვის, შპს “ქართულ ტრადიციებ 2011”-ს საქალაქო სასაფლაოების მოვლა-პატრონობა ევალება.