ხარაგაულის სოფელ ვახანში, ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი 2 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ახალი გზა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე მუნიციპალიტეტის ვიზიტორების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ხარაგაულში „რეგიონული განვითარების ფონდიდან“, ჯამში, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, 6 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტში წლის განმავლობაში, 46 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.