იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსმა ნიკა კვერნაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც კვერნაძე თავად წერს, მუშაობას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აგრძელებს.
“ვაგრძელებ საჯარო სამსახურში მუშაობას. ვუბრუნდები იმ სფეროს, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ამასთან, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ახალგაზრდებში, განათლებასა და მათ მხარდაჭერაში ჩადებული ინვესტიციაა. მიხარია, რომ ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვხდები.
მადლობა მინისტრს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის,”-წერს ნიკა კვერნაძე.