TOP-NEWS.GE / წყალტუბოში ქართულ ტრადიციულ სიმღერას მსურველები უფასოდ შეისწავლიან

წყალტუბოში ქართულ ტრადიციულ სიმღერას მსურველები უფასოდ შეისწავლიან

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითაl და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით, წყალტუბოში სალოტბარო სკოლა იხსნება.

სკოლის შექმნის მთავარი მიზანი ქართული მრავალხმიანობისა და ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციაა. 

სალოტბარო სკოლა მოსწავლეებს სრულიად უფასოდ შესთავაზებს ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის შესწავლას.

სკოლაში მიღების მინიმალური ასაკი 5 წელია, ხოლო ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის განსაზღვრული.

მიღების მსურველთა მოსმენა ჩატარდება 4 დეკემბერს, 10:00 საათიდან.

მისამართი: წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N 35 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: ტელ. 595 08 16 98 (დავით კერესელიძე).

გუშინ, 20:17
უკან დაბრუნება