TOP-NEWS.GE / ქუთაისში 3 ადამიანი დაჭრეს

ქუთაისში 3 ადამიანი დაჭრეს

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილია სამი პირი. არსებული ცნობით, ამ დრომდე დაუდგენელი პირი ერთ-ერთ ეზოში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

30-11-2025, 20:37
უკან დაბრუნება