TOP-NEWS.GE / თერჯოლაში "მუსიკალური საღამო" გადაიდო

თერჯოლაში "მუსიკალური საღამო" გადაიდო

გურიაში, სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენებისა და მომხდარი ტრაგედიის გამო, ქალაქ თერჯოლაში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ჩვენება და ასევე 9 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაორგანიზებული "მუსიკალური საღამო" გადაიდო.

"თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს,"-ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.

9-09-2023, 00:24
უკან დაბრუნება