შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს. სამსახური ბუნებაში გადაადგილებისას მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
“მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.
მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში,”-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბაღდათის სოფელ ხანის მიმდებარედ ტყის ფერდობზე ხანძარს ებრძვიან.