TOP-NEWS.GE / ქუთაისში კერამიკის ახალი სახელოსნო -"ეთნო ლაბორატორია - იმერული ესკიზები" გაიხსნა

ქუთაისში კერამიკის ახალი სახელოსნო -"ეთნო ლაბორატორია - იმერული ესკიზები" გაიხსნა

ქუთაისში, DMO იმერეთის ადმინისტრაციულ შენობაში კერამიკის ახალი სახელოსნო -"ეთნო ლაბორატორია - იმერული ესკიზები" გაიხსნა. 

 ეთნო ლაბორატორიის ფუნქციონირების მიზანს ტრადიციული რეწვის თემაზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქციისა და სასწავლო სივრცის ჩამოყალიბება წარემოადგენს, რაც შემოქმედებითი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

პროქტის ფარგლებში; ასევე მოეწყო მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც ხელოვნების, რეწვისა და შემოქმედებითი განვითარებისთვის  საჭირო საგამოფენო სივრცეს აერთიანებს. 

სახელოსნოს გახსნის ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები დაესწრნენ. 

ეთნო ლაბორატორიიის  გახსნა DMO - იმერეთის პროექტს წარმოადგენს, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.

20-11-2025, 16:48
უკან დაბრუნება