ბაღდათის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია გურამ კიკნაველიძემ დაიკავა. მანამ კიკნაველიძე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგოლის ფუნქციას ასრულებდა.
ახალი ამბების სააგენტო top-news.ge გთავაზობთ გურამ კიკნაველიძის დოსიეს.
თანამდებობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
სახელი, გვარი: გურამი კიკნაველიძე
დაბადების თარიღი: 1995 წ. 21 ივლისი
დაბადების ადგილი: ქალაქი ქუთაისი
განათლება: 2013 წ. დაამთავრა ქალაქ ბაღდათის N1 საჯარო სკოლა. 2013-20017წწ. სწავლობდა საქართველოს ილიას სახელობის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2018 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურის საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ამჟამად არის მაგისტრის სტუდენტი
სამუშაო გამოცდილება:2017 წლიდან 2021 წლამდე არჩეული იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად “ქართული ოცნებიდან”
2021 წელს არჩეული იქნა ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ
ფლობს ინგლისურ ენას.
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი.