ზესტაფონის მერის მოადგილის პოზიციაზე ნინო ჭაბუკიანი დაინიშნა.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, ნინო ჭაბუკიანს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გასული წლების განმავლობაში ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
“მჯერა, რომ ჩემი მოადგილეები მათი პროფესიონალიზმით, წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებითა და მშობლიური ქალაქის სიყვარულით, მაქსიმუმს გააკეთებენ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობისათვის,"- განაცხადა ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ.