ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა იწყება.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ განაჩენს ასაჩივრებენ, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვენ.
“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 10 თვეა პატიმრობაში იმყოფება.