შპს "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის" დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ქუთაისში, “გულის ცენტრის" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაშაყმაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ექიმის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები ეხმიანებიან.
“ნიკა არის პიროვნება, რომელმაც 11 წლის წინ გაპარტახებული ვირთხების სამალავიდან მსოფლიო დონის კარდიოქირურგიის ცენტრი შექმნა ქუთაისში. სამსახურიდან მოხსნა მოხდა ყოველგვარი მადლიერების გარეშე იმ თავდადებული და თავდაუზოგვი შრომისთვის ამ 11 წლის მანძილზე”.
“კარდიოქირურგ ნიკა ვაშაყმაძის დამსახურებაა, რომ დასავლეთ საქართველოში არსებობს ძლიერი კარდიოქირურგიული ბაზა, თავისი აკადემიურობით და საუკეთესო შედეგებით.
ჩემი აზრით დიდი უსამართლობაა და უძლიერესი დარტყმაა დასავლეთ საქართველოს კარდიოქირურგიული მიმართულებისთვის.
ჩემი დიდი პატივისცემა და სოლიდარობა ჩემს მეგობარს, კოლეგას - კარდიოქირურგ ნიკა ვაშაყმაძეს,”-წერენ სოციალურ ქსელში ნიკა ვაშაყმაძის კოლეგები.