TOP-NEWS.GE / ქუთაისის საკრებულოს 4-მა წევრმა უფლებამოსილება შეიწყვიტა

ქუთაისის საკრებულოს 4-მა წევრმა უფლებამოსილება შეიწყვიტა

ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების” სიით შესულმა 4-მა წევრმა პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეიწყვიტა.

აღნიშნული დეპუტატები არიან: გიორგი კიკვაძე; შალვა მშვილდაძე; დავით ნიშნიანიძე და დავით დვალი. 

მათ ნაცვლად ქუთაისის საკრებულოში შემდეგი პირები შედიან:

თამთა ბაკურაძე; ლანა ჩიტიძე; იოსებ კუჭავა და აკაკი გიორგაძე.

ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულო 25 წევრიანი არის. 

“ქართული ოცნების” გარდა, საკრებულოში “ლელო”, “გახარია საქართველოსთვის” და “გირჩი” თითო-თითო წარმომადგენლით შევიდნენ. 

5-11-2025, 13:32
უკან დაბრუნება