ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი დავით კუბლაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
დავით კუბლაშვილი მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა წარუდგინა და მას ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
დავით კუბლაშვილმა ტყიბულელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
@ჩემი საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი მოლოდინებისა და იმედების გამართლება. ჩვენი მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ტყიბულის განვითარებას და უკეთესი მომავლის შექმნას,”-განაცხადა დავით კუბლაშვილმა.