TOP-NEWS.GE / “რაჭის რეგიონში დაგეგმილია მასშტაბური ინვესტიციები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის გაძლიერებას“

“რაჭის რეგიონში დაგეგმილია მასშტაბური ინვესტიციები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის გაძლიერებას“

ამბროლაურში პარლამენტის სპორტისა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ  მუნიციპალიტეტების სპორტული პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

პარლამენტის წევრებმა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში სპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები განიხილეს. 

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, სპორტის განვითარების თვალსაზრისით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს უდიდესი პოტენციალი აქვს. 

„არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების სწორად გამოყენებით რეგიონი მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს სპორტში. მთავრობის მხარდაჭერა ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაგეგმილია მასშტაბური ინვესტიციები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის გაძლიერებას“, - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ. 

სხდომაზე ასევე განიხილეს დიასპორასთან თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები სპორტის სფეროში-არსებული პრაქტიკა, გამოწვევები და განვითარების ხედვები.

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დიასპორისა და სპორტის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების აუცილებლობაზე ისაუბრა. 

„დიასპორისა და სპორტის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების შესახებ ვიმსჯელეთ. განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება წარმატებული დიასპორელი სპორტსმენები ქვეყნის განვითარებაში ჩაერთონ და საკუთარი გამოცდილებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში სპორტის პოპულარიზაციას“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 


24-10-2025, 13:24
უკან დაბრუნება