TOP-NEWS.GE / ცაგერში ისტორიული მურის ციხეები და “მწვანე თეატრი" განათდა

ცაგერში ისტორიული მურის ციხეები და “მწვანე თეატრი" განათდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მურის კლდე-კარში, ახალი განათება მოეწყო.

განათდა ისტორიული მურის ციხეები, “მწვანე თეატრი" და მიმდებარე ტერიტორია.

პროექტი ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 65 000 ლარს შეადგენს.

23-10-2025, 23:09
უკან დაბრუნება