„საჩხერლობა 2025-ის“ ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ საჩხერისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის საპატიო მოქალაქედ საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე აირჩია - ეკონომისტი, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ვეტერანი - საჩხერეში შექმნილი პირველი ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში მყოფი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბრძოლების მონაწილე, ყოფილი სპორტსმენი, სპორტის ოსტატობის კანდიდატი ძალოსნობაში.
მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ პაატა კვიჟინაძეს საპატიო მოქალაქის მედალი გადასცეს.
„ის ჯილდოები, რაც ოდესმე ცხოვრებაში მიმიღია, არაფერია მასთან შედარებით, რასაც საჩხერის საპატიო მოქალაქეობა ქვია. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ უდიდესი პატივისთვის!“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.