“მეგავატი” საჩხერეში ახალ UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონს დააპროექტებს.
საპროექტო ტერიტორია 26 380მ2 ფართობს მოიცავს და 2840 მაყურებელზეა გათვლილი.
ახალი სტადიონი რეგიონს საშუალებას მისცემს უმასპინძლოს არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩებს, არამედ ახალგაზრდულ ღონისძიებებსა და სხვა სპორტულ აქტივობებსაც. შედეგად, პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ეკონომიკის გააქტიურებას და ქალაქის პოზიციონირებას საერთაშორისო სპორტულ რუკაზე.