TOP-NEWS.GE / წყალტუბოში სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს ახალი სახლების გასაღებები გადასცეს

წყალტუბოში სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს ახალი სახლების გასაღებები გადასცეს

წყალტუბოში სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო 2025“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგები და წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ.

ასევე, სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს გადაეცა ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები.

ღონისძიებებს  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილე,  გრიგოლ დალაქიშვილთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

20-10-2025, 11:33
უკან დაბრუნება