TOP-NEWS.GE / საირმეში, სასტუმროს შენობაში ხანძარი იყო

საირმეში, სასტუმროს შენობაში ხანძარი იყო

ხანძარი იყო კურორტ საირმეში.

ცეცხლი სასტუმროს შენობის ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა. 

Top-news.ge-ს ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავად სასტუმრომ.

“დღეს კურორტი “საირმე”-ს ერთ-ერთი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა.

მომხდარზე ჩვენი თანამშრომლების მხრიდან, მყისიერად მოხდა რეაგირება. მათ, უმოკლეს ვადაში, შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. 

საბედნიეროდ, ჩვენი სტუმრები და თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან.

მადლობა ყურადღებისა და თანადგომისთვის,”-აცხადებდნენ სასტუმროში. 

18-10-2025, 18:22
უკან დაბრუნება