მართლმადიდებელი მრევლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღესა და უბისობას აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით უბისის წმინდა გიორგის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძემ) აღავლინა.
წირვა-ლოცვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან ერთად დაესწრო.
უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა IX საუკუნეში და იგი ცნობილი მწიგნობრისა და საეკლესიო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული. საუკუნეების განმავლობაში მონასტერში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობისა და ხატწერის სკოლები, რაც მას მნიშვნელოვან სასულიერო და კულტურულ ცენტრად აყალიბებდა.