23 ოქტომბერს საჩხერეში ქალაქის მთავარი დღესასწაული აღინიშნება. “საჩხერლობა 2025”-ის პროგრამა ასეთია:
14:00 საათი
მუხრან მაჭავარიანის ბიუსტის გვირგვინით შემკობა (მუხრან მაჭავარიანის სკვერი; მუხრან მაჭავარიანისა და თავისუფლების ქუჩის გადაკვეთა);
14:30 საათიდან
სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით;
საბავშვო-გასართობი სივრცე-ატრაქციონები, ანიმატორები, ცოცხალი ქანდაკებები, მიმები, ოჩოფეხები, სახის მოხატვა,დრამერების შოუ;
სამოყვარულო სპორტული თამაშობები-ნარდი, ჭადრაკი, მკლავჭიდი;
სამოყვარულო სპორტულ თამაშებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ეთნოგრაფიული და შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები
ეთნოგრაფიული კუთხე-იმერული კულინარია;
რეწვის ოსტატების, ფოტო გამოფენები, მუზეუმების გამოფენები;
საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო აღჭურვილობის სტენდისა და საშტატო შეიარაღების გამოფენა;
ყვავილების გამოფენა-გაყიდვა;
სამეწარმეო მარკეტი;
იმერული ღვინის გამოფენა-გაყიდვა;
ადგილობრივი სოფლის ნობათის, კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
17:00 საათი-საპატიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონია;
18:00 საათი
დასკვნითი საზეიმო გალა-კონცერტი ჯგუფ “ურსა“-ს მონაწილეობით.