TOP-NEWS.GE / ცუცხვათის მღვიმეში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

ცუცხვათის მღვიმეში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

ცუცხვათის მღვიმეში ჩასასვლელი კიბეები მოწესრიგდა. კიბეებთან ერთად ასევე მოეწყო გადასახედი, მისასვლელი ბილიკი, გარე განათება და დასასვენებელი სივრცე-ფანჩატური.

აღნიშნული ინფრასტრუქტურა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამარჯვებული საგრანტო პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებითა და ტყიბულის მერიის თანადაფინანსებით გამხორციელდა.

“მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის, სამუშაოების შემსრულებელს ინდ/მეწარმე კახი ბუბაშვილს და მისი სამუშაო ჯგუფის წევრებს ტექნიკურად ურთულესი სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულებისთვის,”-აცხადებს ტყიბულის მერი დავით ჩერქეზიშვილი. 

17-10-2025, 16:10
უკან დაბრუნება