TOP-NEWS.GE / ქუთაისის მერიაში წარმატებულ ახალგაზრდა მოკრივეს უმასპინძლეს

ქუთაისის მერიაში წარმატებულ ახალგაზრდა მოკრივეს უმასპინძლეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი,  მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია და ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა  გაერთიანების“ ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე ქუთაისელ მოკრივეს დავით მხეცაძეს შეხვდნენ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ვერცხლის მედალს დაეუფლა. 

 დავით ერემეიშვილმა ახალგაზრდა  მოკრივეს და მის  მწვრთნელს ზაალ ჯავახაძეს საერთაშორისო არენაზე მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ჩეხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს  და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გუშინ, 16:38
უკან დაბრუნება