TOP-NEWS.GE / ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა.

 მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ბასილაძე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა. რამდენიმეთვიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

საავადმყოფოში ამ ეტაპზე გიორგი ბასილაძის მცირეწლოვანი ძმა რჩება.

4-09-2023, 13:11
უკან დაბრუნება