DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით იმერეთში იმერული ღვინის კონკურსი – Imeretian Wine Challenge 2025 დაიწყო.
კონკურსი უკვე მესამე წელია ტარდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში - საერთაშორისო მასშტაბით იმერული ღვინისა და მისი წარმოების ტრადიციების მიმართ ცნობადობის ამაღლებას.
საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას ახორციელებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური, რომელთა შორის არიან:
ტომას ბრენდლი (გერმანია), დავიდე ბორტონე (იტალია), მეთიუ ჰორკეი (აშშ), ირინა დიანჩენკოვა (უკრაინა), ჩან ჯუნ პარკ (კორეა), პასი კეტოლაინენი (ფინეთი), ვლადიმერ კუბლაშვილი და თამარ იმედაძე.
კონკურსის ფარგლებს გარეთ ჟიურის წევრები გაეცნობიან იმერეთის მეღვინეობებსა და ზოგადად რეგიონის უნიკალურ ბუნებას, კულტურას და ტრადიციებს.