TOP-NEWS.GE / ინფრასტრუქტურის მინისტრი სტიქიით დაზარალებულ ხარაგაულის სოფლებში ჩავიდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი სტიქიით დაზარალებულ ხარაგაულის სოფლებში ჩავიდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან კობა ლურსმანაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფელ ხემაღალასა და სოფელ ღვერკში იმყოფებოდა.

მინისტრი სოფელ ხემაღალაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით, 46 დაზარალებულ ოჯახზე ბიუჯეტიდან 87 200 ლარი გამოყო. დაზარალებულ ოჯახები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლის ქირით, ხოლო დანარჩენ ოჯახებს აქვთ ალტერნატიული, უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი.

ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება არც ერთი ოჯახი.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე — ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია.

მუნიციპელიტეტის დაკვეთით მომზადებულია სოფელ ხემაღალასა და სოფელ ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები — გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობის და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის.

რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ასევე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

10-10-2025, 14:02
უკან დაბრუნება