ქუთაისში სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყო-წლის ბოლომდე ქალაქში 16 მინი მოედანი გაკეთდება.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე სპორტულ ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, შესაბამისი ხელოვნური საფარით, ინვენტარითა და განათებით. სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა ქალაქის ისეთ უბნებში, სადაც ამ დრომდე არასდროს ყოფილა.
სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციისთვის ქუთაისში 1 656 000 ლარია გამოყოფილი.