TOP-NEWS.GE / ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ზაქარია ფალიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ზაქარია ფალიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

6 ოქტომბერი დიდი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში,  ფალიაშვილის ძეგლთან ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიება ქუთაისის კათოლიკური საკრებულოს ორგანიზებით შედგა.

კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 92-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩართული იყო ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალები - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

ღონისძიების ბოლოს, სასწავლებლის ბავშვთა გაერთიანებულმა გუნდმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა (გუნდის ხელ: ნათია გოგუაძე, კ/მ კესო ზვიადაძე). 

7-10-2025, 15:40
უკან დაბრუნება