ათი საათის მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია. ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 10 241-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
59-ე საოლქო კომისიაში გახსნილ 77 საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის.