TOP-NEWS.GE / ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობაა

ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობაა

ქუთაისში არსებული საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ქალაქში 152 939 მოქალაქე გააკეთებს საკუთარ არჩევანს. გახსნილია 77 საარჩევნო უბანი, მათ შორის 1 უბანი ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაშია განთავსებული. 

რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში საკუთარ არჩევანს დღეს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გააკეთებს.

იმერეთში 400-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი.

4-10-2025, 08:52
უკან დაბრუნება