TOP-NEWS.GE / ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას ელექტროენერგია არ მიეწოდება

ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას ელექტროენერგია არ მიეწოდება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე N17 საჯარო სკოლას ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც ცნობილია, 
ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა სკოლის შენობაში  შემომავალი 30 მ ელექტროგადამცემი სადენის დაზიანებამ გამოიწვია.

“პრობლემის ზუსტი მდებარეობის დადგენა-აღმოფხვრაზე  უკვე იზრუნა სკოლის დირექტორმა, ბატონმა გიორგი ოსაძემ.
 
მოძიებულ იქნა შესაბამისი ტექნიკა, სპეციალისტები თუ მასალა. 

ამ ეტაპზე  სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმინარეობს.

ელექტროენერგია აღდგება აღნიშნული სადენის გამოცვლისთანავე,”-აცხადებენ სკოლაში. 

2-10-2025, 11:34
უკან დაბრუნება